საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს.
მინისტრები ადგილზე გაეცნენ ოკუპაციით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.
საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც მინისტრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ კონტექსტში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას.










