სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი ბაქოს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს. სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო პროექტში, 17 მუხლიდან 13 სრულად შეთანხმებულია.
“ჩვენ ვთავაზობთ აზერბაიჯანს, რომ ავიღოთ სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებული მუხლები და ტექსტის ფორმულირებები, და მათ, როგორც სამშვიდობო ხელშეკრულებას, ხელი მოვაწეროთ. მიღწეულ შეთანხმებას ხელი მოეწერება და შემდეგ მისი რატიფიცირება მოხდება, რის შემდეგადაც ჩვენ სხვა საკითხებზე მსჯელობას გავაგრძელებთ,” – განაცხადა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.










