ასეთი ვითარება იყო წყალტუბოს #2 საჯარო სკოლაში . დაპირისპირების ობიექტები სკოლის მასწავლებელი( დირექტორის ყოფილი მოადგილე) და დირექტორი არიან. აკაკი ტყეშელაშვილი კორუფციაზე საუბრობს . მისი განმარტებით გათბობის სისტემა, რომელიც უმოქმედოა, სკოლაში ორჯერ დააყენეს, შედეგი კი გაყინული საკლასო ოთახები და სპორტ დარბაზია. გიორგი ბენიძე დირექტორი ყოფილი მოადგილისა და ამჟამად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მასწავლებლის ბრალდებებს არ ეთანხმება . მისი განმარტებით ეს ტყეშელაშვილის მხრიდან პირადი მოტივით ანგაჟირებული ბრალდებებია. ტყეშელაშვილს სკოლის დირექტორის მოადგილედ აღდგეს მოთხოვნით სასამართლოში საჩივარი აქვს შეტანილი. გიორგი ბენიძის თქმით იგი სხვა პედაგოგებზე იარაღით მოქარის გამო პედადგოთა კოლექტიურ მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლა.
გორში, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მიეძღვნა ერთი წლის გასვლას იმ დღიდან, როდესაც, „თრიალეთის“ მიმართ ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლა დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც...









