22 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტი ქუთაისში მდებარე იმერეთის რეგიონულ ოფისში ბიბლიოთეკას გახსნის.
როგორც საქართველოს უნივერსიტეტიდან იუწყებიან ეს არის კიდევ ერთი საგანმანათლებლო-სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც იმერეთის რეგიონულ ოფისში სამკითხველო სივრცე მოეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით საგანმანათლებლო ბენეფიტს მიიღებს.
”ბიბლიოთეკაში, ძირითადად, წარმოდგენილი იქნება პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე. დაინტერესებული პირები გაიღრმავებენ ზოგად თუ პროფესიულ განათლებას და გაეცნობიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოებს, ასევე წიგნებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობს.
გარდა დარგობრივი ლიტერატურისა, იქნება მხატვრული და საბავშვო ლიტერატურაც. ასევე, სახელმძღვანელოები, რომლებიც განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს (მე-11, მე-12) და მასწავლებლებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა კი შეეძლება ყველას.
ასევე შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკები ეტაპობრივად ყველა ჩვენს რეგიონულ ოფისში გაიხსნება.” – აცხადებენ საქართველოს უნივერსიტეტში.
ბიბლიოთეკა 22 იანვარს 15 საათზე ქუთაისში, თამარ მეფის 60 ნომერში გაიხსნება.