ბესო მიქელთაძე იმ პირველ დღეებს იხსენებს, როცა გაიგო რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. დაავადება 3 წლის წინ თირკმელზე დაუდგინდა, თუმცა ადრეულ სტადიაზე აღმოჩნდა და პრობლემა ქირურგიული ჩარევით მალევე აღმოიფხვა. სამწუხაროდ პრობლემის წინაშე 3 წლის შემდეგ კვლავ დადგა. ამჯერადაც გაუმართლა. ახლა პოსტ ოპერაციული გამოჯანმრთელების გზაზეა.
უკვე გამოცდილი, ახლა სხვებს ურჩევს არ დანებდნენ ამ ურჩ დაავადებასთან ბრძოლის გზაზე. სხვების მიმართ რჩევას თავად პრაქტიკაში ახორცილებს.
ავთვისებიანი სიმსივნის დაძლევის შემდეგ სპორტს დაუბრუნდა და სამბოში ვეტერანთა შორის მსოფლიო პირველობაც მოიპოვა. მსოფლიო სამბოს ფედერაციამ სპორტის ამ სახეობაში შეტანილი წვლილისათვის სერტიფიკატითაც დააჯილდოვა. ვეტერანი სპორტსმენი არც ახლა ნებდება და სამომავლო გეგმები დიდია.