”საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი ” – წერია ფედერაციის განცხადებაში.
სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა
სამტრედიის №11 საჯარო სკოლაც რეაბილიტაციის საბაბით დაიხურა - ინფორმაციას მთავარი ამბები ავრცელებს და წერს, რომ 931 მოსწავლე სწავლას სხვადასხვა რეჟიმში აგრძელებს. 15 სექტემბრიდან I-IV კლასის მოსწავლეები №2 საჯარო სკოლაში, მეორე...










