„მთავარი მიზანი რაც ოპოზიციას ბოლო 12 წელია ამოძრავებს, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების მოპოვება იმისთვის, რომ გააგრძელონ ის რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე. იყვნენ მარიონეტული რეჟიმი, რომელიც უცხო პოლიტიკური ჯგუფების თუ ძალების დაკვეთით მოქმედებს. სწორედ ეს არის მიზანი. მათ სცადეს ოპოზიციიდან და ეს არის ჩვენი ბოლო 12 წლიანი ისტორია, რომ ისინი ოპოზიციიდან არასამთავრობო სექტორის გამოყენებით, მედიის გამოყენებით ცდილობდნენ არევას ქვეყნის, ცდილობდნენ ზეწოლას ხელისუფლებაზე და ყოველ ჯერზე ცდილობდნენ თავისი აი ამ პროპაგანდით და დეზინფორმაციით რაიმე ნაირად ძალაუფლებაში მოსვლას.
ახლაც ეს არის შეცვლილი რიტორიკის მიზეზი, გამოვიდნენ სტუდიებიდან, გამოვიდნენ „ფეისბუქ“ გვერდებიდან, ჩავიდნენ ნახეს, შეხვდნენ ხალხს და მიიღეს პასუხი. ქართველი ხალხი აღშფოთებული იმით რასაც ხედავდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიცია პირდაპირ მიაქანებდა ამ ქვეყანას ომში. ამიტომაც შეიცვალა რიტორიკა. დიდი ალბათობით მათი უცხოელი კურატორების რჩევით და რეკომენდაციით რათა რაიმე ნაირად შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა რომ თითქოს ისინი არიან მშვიდობის და კეთილდღეობის მხარეს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის მათი ლუსტრაცია და ხალხი მათ აღარ დაუჯერებს.










