სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს. დაკარგული ახალგაზრდები ოჯახის წევრებს დაეკონტაქტნენ.
ისინი ცოცხალი და უვნებლები არიან.
ცნობისთვის, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. დღეს დილიდან მათი ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.
“თავისი ფეხით ჩავიდნენ ზემო სვანეთიდან ქვემოში!.. ჯანმრთელად და კარგად არიან, ჩვენ კი გვანერვიულეს
მალე გაგაგებინებთ დეტალებს
“-წერენ ახლობლები.










