LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნების გახსნისთვის-კოალიცია ცვლილებისთვის

ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნების გახსნისთვის-კოალიცია ცვლილებისთვის

დაპოსტა 2024/07/25-ში
A A
8
ნახვა
გაზიარება

დღეს, 25 ივლისს, კოალიცია ცვლილებისთვის – ახალი, გირჩი, დროა-ს გამართულ ბრიფინგზე, ზურაბ ჯაფარიძემ და გიგა ლემონჯავამ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე ისაუბრეს.

პარტია დროა-ს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონის დარღვევით უარს ეუბნება მათ საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც საკონსულო აღრიცხვასა და სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას მოიაზრებს.

“უკვე თვეებია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონის დარღვევით უარს გვეუბნება ჩვენც და ქართველ ემიგრანტებსაც, სტატისტიკური მონაცემების მიწოდებაზე, სად რამდენი ადამიანი დგას საკონსულო აღრიცხვაზე.

ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკური მონაცემი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ინფორმაცია, სად უნდა მოითხოვონ ემიგრანტებმა უბნების გახსნა, სად უნდა მოვითხოვოთ ჩვენ უბნების გახსნა, ეს არის დამოკიდებული სწორედ ამ სტატისტიკაზე და საგარეო საქმეთა სამინისტრო არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, როცა არ გვაძლევს საჯარო ინფორმაციას.

მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტეთ კანონის დარღვევა, გაეცით პასუხი ქართველ ემიგრანტებს მათ კორესპონდენციებზე, გაგვეცით პასუხი ჩვენ, ჩვენს წერილებზე იმიტომ, რომ თქვენ ყოველდღიურად არღვევთ საქართველოს კანონმდებლობას.

აქვე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ დროულად დაიწყოს საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურა და შეატყობინოს ამის შესახებ იმ ადამიანებს, ვინც ელოდება უბნების გახსნას.

ბოლოს, მინდა მივმართო ქართველ ემიგრანტებს. კოალიცია ცვლილებისთვის ვართ თქვენს გვერდით, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნების გახსნისთვის, ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ თვეებით ადრე თქვენთან ერთად და ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება იმით, რომ ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი, მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში 26 ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად”. – თქვა ლემონჯავამ.

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გირჩი-დროა-ს ერთობლივმა პროექტმა, რომელიც გულისხმობს საარჩევნო უბნების გახსნას ქართველი ემიგრანტების მაღალი კონცენტრაციის მქონე ქალაქებში, უკვე 90-ზე მეტ ქალაქში შეაგროვა ხელმოწერა, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნიუს პორტალ Jam News-ის ჩატარებული კვლევით, ცესკო-ს ოთხმოცდაათივე ქალაქში საარჩევნო უბნების გასახსნელად, წლიური ბიუჯეტის 0.8% დასჭირდება, რაც მისი თქმით, არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯს არ წარმოადგენს.

“90-ზე მეტ ქალაქში გროვდება უკვე ხელმოწერები და დაახლოებით, 40-მდე ქალაქია, სადაც უკვე შეგროვდა 50-ზე მეტი ხელმოწერა და გადაგზავნილია საგარეო საქმეთა სამინისტროში და ცესკო-ში.

ნიუს პორტალმა JAM NEWS-მა დათვალა, რომ 90-ვე ქალაქში რომ გახსნას ცესკომ საარჩევნო უბნები, ჯამში ეს ცესკო-ს წლევანდელი ბიუჯეტის 0.8% იქნება – არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებზე არ არის საუბარი და სინამდვილეში, ძალიან მარტივად გაკეთებადია, თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს”. – თქვა ჯაფარიძემ

ჯაფარიძის თქმით, შეგროვებული ხელმოწერები ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას გადაეგზავნება, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და დააკვირდება მის მსვლელობის პროცესს.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
მთავარი

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა- ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს. შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა
მთავარი

სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი...

დაწვრილებითDetails

სანიტარს, რომელმაც შვილი ბათუმში, კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დედა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება, 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც კლინიკის ერთ-ერთმა...

დაწვრილებითDetails

„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი
მთავარი

მთავარი ვერსია არის საბოტაჟი - ჩვენი ენერგოსისტემის ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებენ რუსები, მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ფარული საბოტაჟის მოწყობა , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ხობში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ში დედა-შვი­ლი და­იხ­რჩო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა, დე­დამ გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, თუმ­ცა დი­ნე­ბამ ისიც გა­ი­ტა­ცა. ბავ­შვის ცხე­და­რი ად­გი­ლობ­რივ­მა იპო­ვა და მდი­ნა­რი­დან ამო­ას­ვე­ნა. დე­დის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე...

დაწვრილებითDetails

არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს – ლელა ჯეჯელავა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს – ლელა ჯეჯელავა
მთავარი

არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს და შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას უკავშირდებოდეს, რაც ხელისუფლებისთვის ძნელად ასახსნელია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ეს მოთხოვნები უფრო ოკუპირებულ რეგიონებს უნდა ეხებოდეს, -...

დაწვრილებითDetails

ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის...

დაწვრილებითDetails

მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მდინარემ ავტომობილი გაიტაცა-მაშველები მამაკაცს ეძებენ
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
მთავარი

"6 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" სასამართლომ მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მედიის ადვოკატირების კოალიცია" წერს და დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს. ორგანიზაცია...

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს
მთავარი

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე თოშხუამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა პოლიციამ 31 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან დააკავა. მას ხელში ეკავა ბანერი "ბიძინა ყ - არაა/არის?". შეგახსენებთ, რომ თოშხუა ბიძინას და სამი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"