LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კრიტიკულად მძიმე მონაკვეთები გაბნეულია მთლიანი მხატვრობის პერიმეტრზე – რა მდგომარეობაა გელათში

რა დაჯდა გელათის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია

დაპოსტა 2024/07/25-ში
A A
95
ნახვა
გაზიარება

გელათის სამონასტრო კომპლექსში რესტავრაცია-რეაბილიტაცია წლებია მიმდინარეობს. რა თანხა დაიხარჯა ამ დრომდე სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციაზე – საკითხზე ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს.

როგორც სტატიაში აღნიშნული შესაბამისი კითხვით “ბიზნესპრენიუსმა”  კულტურის სამინისტროს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში მიმართეს, თუმცა სამინისტროსთან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ცნობისთვის, გელათის რესტავრაციის პროცესებში ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და მსოფლიო ბანკი. მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარების ფარგლებში სამუშაოები მეტწილად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა. bpn-მა კითხვებით ფონდსა და აშშ-ის საელჩოსაც მიმართა. ფონდში განაცხადეს, რომ 2015-2020 წლებში მათი უწყების მიერ 5.3 მლნ ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი, 4.24 მლნ ლარი გამოყოფილი იყო მსოფლიო ბანკის მიერ, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„ფონდის დაკვეთით განხორციელებული გელათის მონასტრის რეაბილიტაციის და მის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები: ზემოთ აღნიშნული ჯამური თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება 1 060 001 ლარია, ხოლო მსოფლიო ბანკის 4 240 702 ლარი; აქვე გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის დამტკიცებულ ფონდის პროექტებში არ არის გათვალისწინებული გელათში რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება“, – აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ bpn-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

უფრო კონკრეტულად, ამ პერიოდში გელათში განხორციელებული სამუშაოები და დახარჯული თანხები ასე გადანაწილდა:

  • 2015 წელი: გელათის მონასტრის სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები 1.117 მლნ ლარი;
  • 2014-2017 წლები: კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა გელათის მონასტერთან 1.186 მლნ ლარი;
  • 2017-2019 წლები: გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია 1.343 მლნ ლარი;
  • 2019-2020 წლები: გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია 1.654 მლნ ლარი.

რაც შეეხება აშშ-ს, bpn-სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოების მხარდასაჭერად ჯამში ამ დრომდე გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ 850 ათასი დოლარი შეადგინა. აშშ-ის საელჩოს ცნობით, აღნიშნული თანხით დაფინანსდა დიაგნოსტიკური კვლევები, ფრესკების, მოზაიკებისა და ინტერიერის რესტავრაცია, გადახურვა და ა.შ. რეაბილიტაციის პროცესში სხვადასხვა სამუშაოში ჯერ კიდევ 2003 წლიდან იყო ამერიკა ჩართული.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს პატივი, ხელი შეუწყოს საქართველოს მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას. პროექტის ფარგლებში გვაქვს მიმდინარე გრანტები ბათუმის მახლობლად პეტრას ციხისა და ზუგდიდში, დადიანების სასახლის აღდგენითი სამუშაოების მხარდასაჭერად“, – განუცხადეს bpn-ს საელჩოში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშუალოდ კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოებს კურირებდა, დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია “ბიზნესპრენიუსს” არ მიუღია.

გელათის სამონასტრო კომპლექსში რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესები დღემდე გრძელდება. 2023 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებდა.

2024 წლის მარტში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფებოდა. სპეციალისტებმა გამოავლინეს 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც მოხდება და პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

2 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა. შეზღუდვა 15 აგვისტომდე იმოქმედებს. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო, ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"