24 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი საჯარო ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქში საზოგადოებრივი ხელოვნებისა და ღია შემოქმედებითი პროცესების განვითარებას, რომელიც ფუნდამენტს შექმნის სამომავლოდ რეგიონში შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის განვითარების მხრივ.
ფესტივალის პირველი ეტაპი სხვადასხვა შემოქმედებით დარგებს მოიცავს, მათ შორისაა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური და თანამედროვე ქორეოგრაფიის წარმოდგენები და ლიტერატურული ღონისძიებები ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამასათან ერთად, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბაით სხვადასხვა საჯარო სივრცეში იქნება წამოდგენილი 11 დღის განმავლობაში. ლიტერატურა, ტექსტი და ზოგადად ამბის თხრობა წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენას, რადგან 2023 წელს ქუთაისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს სწორედ ლიტერატურის მიმართულებით შეუერთდა.










