Reuters/Ipsos-ის გამოკითხვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ორი პროცენტული პუნქტით უსწრებს – ჰარისმა 44% მიიღო, ტრამპმა – 42%. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტული პუნქტია. გამოკითხვაში, რომელიც ონლაინ ჩატარდა, გამოკითხული იქნა 1241 ზრდასრული ამერიკელი, მათ შორის 1018 რეგისტრირებული ამომრჩეველი . გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით 21-22 ივლისს ჩატარდა, მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა
ავარია თბილისში – რა მდგომარეობაა ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სანაპიროზე. დაშავებულთა მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. ინციდენტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.










