მდინარე ენგურში დაღუპული 15 წლის მოზარდი ავთო ბენდელიანია (თაბუ). მისი სამძებრო სამუშაოები მდინარეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტრაგიკულად დაღუპულ ავთანდილ ბენდელიანს სკოლა ემშვიდობება:
“საშინელმა ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა ჩვენი სკოლის მოსწავლე. აღარ გვყავს ჩვენი კეთილი, უწყინარი, უპატიოსნესი ავთანდილ ბენდელიანი. ენით აღუწერელ ტკივილს განიცდის შენი მშობლიური სკოლა შენს გამო ჩვენო ავთო. ტირის შენი მასწავლებლები, კლასელები, მეგობრები.
უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.
ვუსამძიმრებთ ოჯახს და ყველა ახლობელს.”
“ჩემი პატარა ძამიკო გამიფრინდა ცაში 



“-წერს მისი ძმა
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარეზე. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარე ენგურში ბანაობდა.










