პუტინი მკვლელია, მაგრამ არა ემოციური, არამედ პრაგმატული – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, პუტინს ძალიან უყვარს ძალაუფლება, რაც გასაგებია, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში ის არც თუ ისე ჭკვიანურად გამოიყურება.
„მკვლელებზე ვსაუბრობთ. ისინი განსხვავებულები არიან. არიან მასობრივი მკვლელები, არიან ისეთებიც, რომლებიც ემოციურები არიან. და არიან ძალიან პრაგმატულები. მე ვიტყოდი, რომ ის არის პრაგმატული მკვლელი. ანუ ის გასცემს ბრძანებებს, მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს“, – ამბობს ზელენსკი.










