ჯო ბაიდენი დემოკრატებს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას სთავაზობს.
ბაიდენი კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებს და წერს: “ჩემი პირველი გადაწყვეტილება, როგორც პარტიის კანდიდატის 2020 წელს, იყო ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა. და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. დღეს მსურს ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვთქვა, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის კანდიდატი წელს. დემოკრატებო – დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს”.










