“პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით დამოუკიდებლად და არაფერი არ შეცვლილა ამასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” მონაწილეობს დამოუკიდებლად…ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ღირსეული ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ იქ არის დარჩენილი, მათთვის ჩვენი კარი ღიაა” – ამბობს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია
ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა
ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა- ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს. შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










