საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა – ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.
თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს
მთავარის ინფორმაციით, თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. დანაშაული გასულ ღამეს, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.









