კარლოვი ვარის რიგით 58-ე ფესტივალზე გიორგი სიხარულიძის ფილმი “პანოპტიკონი” ეკუმენური ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა.
ცნობისთვის, “პანოპტიკონი” საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.