LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელიც პროფესიები იქნება 2040 წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი

“ბოლო კვლევის თანახმად, ქრონიკული B ჰეპატიტი 70 000 ადამიანს ჰქონდა” – თენგიზ ცერცვაძე

დაპოსტა 2024/07/03-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ბოლო კვლევის თანახმად, ქრონიკული B ჰეპატიტი 70 000 ადამიანს ჰქონდა, საიდანაც ანტივირუსული მკურნალობა 35 000 პაციენტს სჭირდება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან(20 ივნისიდან) მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში პროგრამაში ჩაერთო 100-ზე მეტი ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტი.

„საქართველო მიეკუთვნება ქრონიკული B ჰეპატიტის საშუალო/მაღალი გავრცელების ქვეყნებს. კერძოდ, ზოგად მოსახლეობაში ჩატარებული ბოლო (2021 წ.) სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქრონიკული B ჰეპატიტის გავრცელება 2.7%-ია, რაც აბსოლუტურ რიცხვებში დაახლოებით 70 000 ადამიანია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემების მიხედვით ანტივირუსული მკურნალობა ესაჭიროება ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტების დაახლოებით 50%-ს(ადრინდელი მონაცემებით მკურნალობა ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ 20-25%-ს), რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით 35 000 პაციენტს შეადგენს. დანარჩენები კი უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რათა არ გამოგვრჩეს მომენტი, როცა მათაც დასჭირდებათ ანტივირუსული მკურნალობა”,- აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, დაავადების მართვის სირთულის და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, პროგრამის განხორციელებაში პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სპეციალიზებული კლინიკები (სულ 10 კლინიკა ქვეყნის მასშტაბით).

„მომავალში კი, პროგრამაში ჩაერთვებიან სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მკურნალობისა და მოვლის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

პროგრამის განხორციელებაში, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობენ შემდეგი კლინიკები: 1. სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი (ქ. თბილისი) 2. შპს ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“(ქ. თბილისი) 3. შპს „ნეოლაბი“ (ქ. თბილისი) 4. შპს „ავერსის კლინიკა“ (ქ. თბილისი) 5. შპს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (ქ. თბილისი) 6. ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა (ქ. თბილისი) 7. ააიპ იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი (ქ. ქუთაისი) 8. შპს ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი (ქ. ქუთაისი) 9. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი (ქ. ქუთაისი) 10. შპს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო (ქ. ზუგდიდი) 11. შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი (ქ. ბათუმი) 12. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (ქ. გორი) 13. ააიპ „კახეთი იონი“ (ქ. გურჯაანი) 14. რუსთავის მედიცინის სახლი – N 1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი (ქ. რუსთავი)“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

” ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

მიუხედავად გეოგრაფიულ ზომაში, ეკონომიკურ ზომასა და პოლიტიკურ გავლენაში სხვაობებისა, ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ - ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სანიმუშოა, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და...

დაწვრილებითDetails

მასწავლებელს, რომელმაც არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან ბრალდება წარედგინა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი,...

დაწვრილებითDetails

ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
მთავარი

დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ერთ-ერთი პირი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ნემო ბურჭულაძე 1990-1991 წლებში...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა განახლდა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა. დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა, დღეიდან კი საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ...

დაწვრილებითDetails

საყურადღებო ინფორმაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება უმაღლეს სასწავლებლებში
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური სივრცეები გამოიყოფა. კერძოდ, სივრცეები გამოიყოფა „საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ნოემბრის ფავორიტი 5 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ეზოთერიკოსი გოგა მანია ასახელებს ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებისთვისაც ნოემბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული პერიოდი იქნება. ლომი - თვითგამოხატვისა და საკუთარი თავის აღიარების დრო ლომებისთვის ეს პერიოდი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, თვითგამოხატვასა და...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე...

დაწვრილებითDetails

ჯილდო აბიტურიენტებს 1000 ლარი – ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს თანხას

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თუ მუნიციპალიტეტში მცხოვრები აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე საგანში მაქსიმალურ ქულას მიიღებს, მას ჯილდო 1000 ლარი გადაეცემა. ხოლო თუკი ერთზე მეტ საგანში მიიღებს უმაღლეს ქულას, ყოველ საგანზე გადაეცემა...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
“ყინვა გაძლიერდება”- ამინდის პროგნოზი
ამინდი

10 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"