ბავშვს, რომლის მშობლებიც საბავშვო ბაღის აღმზრდელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ექსპერტიზა უტარდება, – სცემა თუ არა ქუთაისში მე-4 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა აუტისტური სპექტრის მქონე აღსაზრდელი, ამას ახლა სამართალდამცველები არკვევენ.
მოზარდის ოჯახი ირწმუნება, რომ მცირეწლოვანს ცემის კვალი სხეულზე ეტყობა. ბავშვის საცხოვრებელი სახლი და ბაღი ერთმანეთის გვერდით არის. ოჯახის თქმით, მათ მოზარდის განწირული ხმა გაიგეს, მალევე ბაღში გადავიდნენ და ატირებული ბავშვი დაინახეს. ის სახლში მაშინვე წამოიყვანეს, რა დროსაც დედამ მცირეწლოვანის სხეულზე ცემის კვალი შენიშნა.
“ბაღი არის ჩემი სახლის გვერდით. აივანზე ჩემი ბავშვის განწირული კივილი ტირილი შემომესმა, გავვარდი რომ მენახა რატომ ტიროდა.
ბავშვი არ ლაპარაკობს, რომ ვკითხო რა მოხდა. იმ წამსვე გავხადეთ ტანზე, რომ გვენახა რამე ხომ არ იტკინა, რადგან ასეთი კივილი ვიკასი ჯერ ჩვენ არ გაგვიგია. ზურგზე აქვს 5 თითი დანარტყამი, ფოტოზე კიდე არ ჩანს იმდენად და წინ გულზეც.
ბაღში გვითხრეს, რომ დადგმულ სცენარს ჰგავს. ანუ ჩვენ ვცემეთ ბავშვი, რომ დავაბრალოთ ბაღს. სხვა ბევრ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რის საქმის კურსში ბაღის გამგეც ჩავაყენეთ. ამის და მიუხედავად დღეს ეს სურათი დამხვდა.
კი, მართალია მთელმა ქუთაისმა იცის ამ ბაღის შესახებ, მაგრამ მე გირჩევთ თავი შეიკავოთ ბავშვების აქ მოყვანისაგან, – ამბობს ბავშვის მშობელი.










