LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საშობაო ტრადიციები, როგორ ვხვდებით ჯადოსნურ ღამეს

საშობაო ტრადიციები, როგორ ვხვდებით ჯადოსნურ ღამეს

დაპოსტა 2020/01/06-ში
A A
737
ნახვა
გაზიარება

შობის დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.
ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა შობის ღამეს ფანჯრის რაფაზე სანთლის ანთება, ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს სინათლე  და თავისი მადლი შემოიტანოს. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის  ილია მეორის ლოცვა-კურთხევით  დამკვიდრდა.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საშობაოდ  სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ და ამ დღესასწაულისთვის საგულდაგულოდ ემზადებიან.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან განსხავებული საშობაო ტრადიციები  აქვს,თუმცა ორივე მხარეს საუკუნოვანი ალილოს ტრადიცია აერთიანებს.
შობის აღნიშვნას ტრადიციულად ალილოთი იწყებენ.ალილომ მე-5 , მე-6 საუკუნიდან აიღო სათავე.
მეალილოები გალობით ულოცავენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას. სიმღერის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს და  ნუგბარს  ჩუქნიან.
საშობაო, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მრევლი დიდი სიხარულით უერთდება მეალილოეებს.
საშობაო ალილოსთან ერთად სახალხო მსვლელობაც იმართება. 7 იანვარს, შობის დღეს მარხვა ხსნილდება და შესაბამისად კლავენ ღორს და ამით აღნიშნავენ ბრწყინვალე დღესასწაულს.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შობის აღსანიშნავად სადღესასწაულო კერძები მზადდება.
იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში – საცივი, სამეგრელოში – ელარჯი და ღომი, მესხეთში  ნიგვზის გოზინაყი. დასავლეთ საქართველოსი შობის სადღესასწაულო სუფრის უმთავრეს ატრიბუტს ღორის ხორცი წარმოადგენს.
აღმოსავლეთ საქართველოში, საშობაო სუფრისთვის ტკბილ ქადებს აცხობენ, ფშავ-ხევსურეთში კი საშობაო სუფრას ტრადიციულად ხინკალი ამშვენებს, ასევე ხარშავენ ლუდს და ხდიან არაყს.
სვანეთში საშობაოდ ამზადებენ კუბდარს, ხაჭაპურს, ფახლავას და ძირითადი ადგილი აქაც ხორცს უკავია.
აჭარაში საშობაო სუფრისთვის ბაქლავა და აჩმა კეთდება,ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ.
გურიაში კი საშობაოდ ღვეზელი ცხვება, ეს არის საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.
ყველა სუფრაზე შეხვდებით ჩურჩხელებს ან ჯანჯუხებს, თხილეულს და ჩირს. საშობაო-საახალწლო მენიუში შედის ასევე გოგრაში მოხარშული ტკბილი ფლავი.
აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში საშობაოდ ხშირად აცხობენ ქადებს, ზოგან ჩვეულებრივი პურის ცომით, ზოგან ნახევრად ფენოვანით. გულში კარაქში ან ერბოში მოხალულ შაქრიან ფქვილს უდებდნენ.
ხვალ,7 იანვარს ,სრულიად მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობის უბრწყინვალეს დღესასწაულს აღნიშნავს.მრევლისთვის 40 დღიანი მარხვა დასრულდება და ორი კვირის განმავლობაში მსგეფსი იქნება.
”მეგა ტვ” გილოცავთ  შობას.

გაზიარება310

დაკავშირებული -პოსტები

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით – ანი ქავთარაძე

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
“ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება” – რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი
მთავარი

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით - ანი ქავთარაძე დაავადებთა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითქც ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი დიდი ალბათობით ნორავირუსი გახდა. ანი ქავთარაძე პოსტში...

დაწვრილებითDetails

ბაღებში ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო – დავადებათა კონტროლი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა შორის მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.   „17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა...

დაწვრილებითDetails

,,წებოს ხრიკი” – საბერძნეთში ქართველები მძარცეველები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
,,წებოს ხრიკი” – საბერძნეთში ქართველები მძარცეველები დააკავეს
მთავარი

საბერძნეთის პოლიციამ საცხოვრებელი სახლების ძარცვაში ეჭვმიტანილი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა. პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ათენისა და ატიკის სხვა რაიონებში ბინებს წინასწარ შერჩეული სქემით ძარცვავდნენ.   გამოძიების მიხედვით, ჯგუფი ბინის მცხოვრებლების სახლში...

დაწვრილებითDetails

არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა… – მეტეოროლოგის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უამინდობის გამო შესაძლო მეწყერული პროცესების რისკებზე წერს.   „აჭარის სანაპირო კურორტებსა და დაბალმთიან რაიონებში კვლავ არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა. გაითვალისწინეთ აღნიშნული რისკები და გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და დინამიკური იქნება. კარგი დროა დაწყებული საქმის დასასრულებლად და კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ურთიერთობებში სიჩქარეს მოერიდე.   კურო ფინანსურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევს. შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

112-ში შეფერხებაა – როგორ უნდა დაუკავშირდეთ საჭირო სამსახურებს

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
112 განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 591544375 591946870 591946840 591544384 577011174 598087761 599842206 577011241 ტექნიკური ჯგუფი...

დაწვრილებითDetails

3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში ტბა 7 ლარად  შეაფასეს და  3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი
მთავარი

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს - რას ყვება ადგილობრივი  

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
5 რამ, რაც დაქორწინებულებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ
მთავარი

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"