LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გლდანში დაჭრილ მოზარდს მეორე ოპერაცია უტარდება, ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია

ვინ მიიღებს ”ტამიფლუ”-ს უფასოდ

დაპოსტა 2020/01/06-ში
A A
63
ნახვა
გაზიარება

”ამ სეზონზე გრიპის დიაგნოზით გარდაცვალების ორი შემთხვევა გვაქვს – ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგვიანებულ მიმართვას და იყო მძიმე თანმხლები დაავადებები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.

მან უპასუხა კითხვას გრიპის დიაგნოზით გარდაცვალების შესახებ.

„სამწუხაროდ, გვაქვს გრიპის დიაგნოზით გარდაცვალების ორი შემთხვევა ამ სეზონზე, რომელიც ლაბორატორიულად არის დადასტურებული. ერთი არის აჭარაში, მეორე კი – იმერეთში. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგვიანებულ მიმართვას, მოზრდილია ორივე და ორივე შემთხვევაში იყო მძიმე თანმხლები დაავადებები”, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა.

გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა გრიპის საპროფილაქტიკო საშუალებებისა და ვაქცინაციის შესახებ.

“5 საკვანძო საკითხია – ვაქცინაცია, ხშირად ხელების დაბანა, სველად დალაგება, ავადმყოფთან ნაკლებად ყოფნა, თუ სიცხე აქვს, სამსახურში, ბაღში თუ სკოლაში არწასვლა და ა.შ. ეს ძალაშია. წელს ბევრად მეტი ადამიანი ავცერით ქვეყანაში, დაახლოებით 2.5-ჯერ მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ვიდრე შარშან. ჩვენთან ვაქცინაციის კულტურა დაახლოებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გაძლიერდა, დავიწყეთ 5 000-ით, წელს სახელმწიფომ იყიდა ვაქცინის 100 000 დოზა და დღევანდელი რიცხვით უკვე აცრილია დაახლოებით 95 370 მაღალი რისკ-ჯგუფის ადამიანი. ანუ 95 370 ადამიანია დაახლოებით სახელმწიფოს მიერ აცრილი წელს, დაახლოებით 30 000 აცრა კერძო სექტორმა, სულ დაახლოებით 125 000-მდეა აცრილი, რაც შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია. ანუ, წელს ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდა გრიპის სეზონს და რაც მთავარია, მოთხოვნილება და ნდობა ვაქცინაციის მიმართ მოქალაქეებში გაიზარდა, რაც კარგი ნიშანია, რომ მომავალ წელს უფრო მეტი რაოდენობით ადამიანის აცრაზე ვიფიქროთ. იმედია, კერძო სექტორიც უფრო მომზადებული შეხვდება სეზონს და იქნება უფრო მეტი მიმართვა არა მარტო რისკ-ჯგუფების, არამედ დანარჩენი მოსახლეობის”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მანვე ისაუბრა მინისტრის ორ ბრძანებასთან დაკავშირებით.

„30 დეკემბერს გამოვიდა მინისტრის 2 ბრძანება, რომლის მიხედვითაც გრიპის სეზონთან დაკავშირებით გახანგრძლივდა თბილისში სამი პოლიკლინიკის მუშაობის გრაფიკი: ერთი გლდანში, ერთი თბილისის ცენტრში, მესამე კი ვარკეთილში. მათი მისამართები სამინისტროს ვებ-გვერდზეა და ისინი ღამის 10 საათამდე ემსახურებიან მოსახლეობას, როგორც ტელეფონით ისე ადგილზე მისვლით და პაციენტების მიღებით. მშობლების საყურადღებოდ, თუ ბავშვს სიცხე აქვს 38.5 გრადუსზე მეტი, აუცილებელია, პირველი დღის შემდეგ ოჯახის ექიმთან კონსულტაცია ჩატარდეს. ასევე მოზრდილის შემთხვევაში, თუ აქვს მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, ჩატარდეს კონსულტაცია.

ამასთან, მინისტრის მეორე ბრძანების თანახმად, ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა გარკვეული ჯგუფებისთვის – ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, 100 000 სარეინტიგო ქულამდე ვისაც აქვს, ყველაზე ეფექტური ანტიგრიპოზული, ანტივირუსული პრეპარატი – „ტამიფლუ“, რომელიც არის ფინანსურად ხელმისაწვდომი, ანუ უფასო სახელმწიფოს ხარჯზე. ის გაიცემა ექიმის დანიშნულებით, ფორმა 100-ის და რეცეპტის წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან, რომლებიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქშია. დღემდე როგორც მაქვს ინფორმაცია, უკვე 33 ადამიანზეა გაცემული”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით – ანი ქავთარაძე

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
“ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება” – რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი
მთავარი

ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით - ანი ქავთარაძე დაავადებთა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითქც ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი დიდი ალბათობით ნორავირუსი გახდა. ანი ქავთარაძე პოსტში...

დაწვრილებითDetails

ბაღებში ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო – დავადებათა კონტროლი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა შორის მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.   „17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა...

დაწვრილებითDetails

,,წებოს ხრიკი” – საბერძნეთში ქართველები მძარცეველები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
,,წებოს ხრიკი” – საბერძნეთში ქართველები მძარცეველები დააკავეს
მთავარი

საბერძნეთის პოლიციამ საცხოვრებელი სახლების ძარცვაში ეჭვმიტანილი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა. პოლიციის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ათენისა და ატიკის სხვა რაიონებში ბინებს წინასწარ შერჩეული სქემით ძარცვავდნენ.   გამოძიების მიხედვით, ჯგუფი ბინის მცხოვრებლების სახლში...

დაწვრილებითDetails

არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა… – მეტეოროლოგის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უამინდობის გამო შესაძლო მეწყერული პროცესების რისკებზე წერს.   „აჭარის სანაპირო კურორტებსა და დაბალმთიან რაიონებში კვლავ არსებობს დატბორვისა და მეწყრული პროცესების განვითარების ალბათობა. გაითვალისწინეთ აღნიშნული რისკები და გამოიჩინეთ...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და დინამიკური იქნება. კარგი დროა დაწყებული საქმის დასასრულებლად და კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ურთიერთობებში სიჩქარეს მოერიდე.   კურო ფინანსურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მოგიწევს. შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა...

დაწვრილებითDetails

20 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

112-ში შეფერხებაა – როგორ უნდა დაუკავშირდეთ საჭირო სამსახურებს

by მეგა TV
სექტემბერი 20, 2026
0
112 განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 591544375 591946870 591946840 591544384 577011174 598087761 599842206 577011241 ტექნიკური ჯგუფი...

დაწვრილებითDetails

3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში ტბა 7 ლარად  შეაფასეს და  3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი
მთავარი

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს - რას ყვება ადგილობრივი  

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
5 რამ, რაც დაქორწინებულებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ
მთავარი

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"