LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჯერ კიდევ უცნობია თუ რომელ 20 სკოლაში გადაიწევს სწავლის დაწყება

რა დარღვევები გამოვლინდა საჯარო სკოლებში

დაპოსტა 2020/01/06-ში
A A
106
ნახვა
გაზიარება

2019 წლის აპრილი-ივნისისა და სექტემბერ-ნოემბრის (12 ნოემბერის ჩათვლით) პერიოდში, საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა17 739 დარღვევა/სავარაუდო დარღვევა გამოავლინა. ხოლო აპრილი-ივნისსა და სექტემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 5346 უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება განხორციელდა. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად მანდატურებმა სკოლებში ამოიღეს 19 ბლაგვი საგანი, 637 თამბაქოს ნაწარმი/სანთებელა/ასანთი; 42 ბანქო ან სხვა აზარტული სათამაშო საშუალება, 18 საახალწლო ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება; 1 ელექტროშოკი; 1 პნევმატური იარაღი; 29 ბასრი საგანი და 17 სხვა აკრძალული ნივთი.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან საჯარო წესით გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მანდატურის სამსახურის თქმით, 2019 წლის აპრილი-ივნისისა და სექტემბერ-ნოემბრის (12 ნოემბერის ჩათვლით) პერიოდში, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ყველაზე ხშირად ჩატარდა თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში, რადგან, როგორც სამსახურში აცხადებენ, მანდატურის სამსახური აღნიშნულ რეგიონებში რაოდენობრივად ყველაზე მეტ საჯარო სკოლას ემსახურება.

რაც შეეხება უშუალოდ დისციპლინური დარღვევის ტიპებს, როგორც გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი, 2019 წლის აპრილი-ივნისისა და 2019 წლის სექტემბერი – 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სკოლებში:

  • აზარტული თამაშების 102 შემთხვევა დაფიქსირდა.
  • მანდატურის სამსახურმა 1228 აკრძალული ნივთი ამოიღო.
  • მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოსწავლეების მიერ გაკვეთილის გაცდენის 8687 ფაქტი გამოავლინეს
  • ასევე, გამოვლინდა 985 არაეთიკური ქმედება.
  • დაფიქსირდა 68 ასაფეთქებლის გამოყენების ფაქტი.
  • მოსწავლის მიერ გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობის 4541 ფაქტი გამოვლინდა.
  • მანდატურებმა აღმოაჩინეს თამბაქოს მოხმარების 552 შემთხვევა.
  • სხეულის დაზიანების კი 37 შემთხვევა იყო.

როგორც მანდატურის სამსახურში ამბობენ, სტატისტიკური მონაცემების მომატება წინა წელთან შედარებით განპირობებულია იმით, რომ 2019 წლის განმავლობაში მანდატურები დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევიდნენ, რამაც ბუნებრივად გამოიწვია დარღვევების ფაქტების გამოვლენა.

რაც შეეხება პოლიციისთვის შეტყობინებას, 2019 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შეტყობინება პოლიციაზე განხორციელდა 369 შემთხვევაში, ხოლო 2019 წლის სექტემბერი-ნოემბერი (12 ნოემბრის ჩათლით) პერიოდში 284 შემთხვევაში.

ამასთან, როგორც მანდატურის სამსახურში განმარტავენ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, რა დროსაც მანდატური/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუკავშირდეს „112“-ს.

გარდა ამისა, მანდატურის სამსახურში აზუსტებენ, რომ სტატისტიკური მონაცემები შეეხება იმ საჯარო სკოლებს, სადაც სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი და მოიცავს მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 80%-ს.

გაზიარება49

დაკავშირებული -პოსტები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. „საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
საფრანგეთში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა
მთავარი

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ყოფილი მოსწავლის, 20 წლის ათუკა გეწაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა საფრანგეთში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მძიმე სენი სახელდება. „გლოვობს ჩვენი სკოლა. საფრანგეთში მე-2...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პირველ ივლისს შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

ქუთაისში პირველ ივლისს ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეწყდება მისამართებზე: 11:00 საათიდან  19:00 საათამდე 509 აბონენტს გაეთიშება : გათიშვის არეალი: ქუთაისი/ხუნდაძის, ქუთაისი/თაბუკაშვილის, ქუთაისი/დადიანის, ქუთაისი/თაბუკაშვილის 4შ, ქუთაისი/თაბუკაშვილის 2შ, ქუთაისი/თაბუკაშვილის 6შ, ქუთაისი/გამსახურდიას 6შ,...

დაწვრილებითDetails

2 ივლისიდან ქუთაისში ტრანსპორტი მუშაობას 06:30 საათიდან დაიწყებს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დილის 06:30 საათიდან დაიწყებს . ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს. „ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციის დიდი ნაწილი „ქოცებს“ დაემსგავსა” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
,,უშუალოდ ვერთვები, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელი – სააკაშვილი
მთავარი

ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ დაემსგავსა „ქოცებს“ - სიტყვა "დიქტატორის" გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო
მთავარი

MarneuliNews. ge-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პო­ლო­ნეთ­ში, ტბა­ში და­იხ­რჩო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის ბოლ­ნი­სის მცხოვ­რე­ბი, 23 წლის ელ­ვარ სა­რი­ე­ვია, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და. პო­ლო­ნუ­რი წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ბჟუ­ზეს­თან მდე­ბა­რე, ბჟუ­ზეს ტბა­ზე, 28 ივ­ნისს, სა­ღა­მოს...

დაწვრილებითDetails

ჩქაროსნულმა მატარებელმა მამაკაცს ფეხზე გადაუარა – დეტალები

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ქა­რე­ლი-აგა­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ჩქა­როს­ნულ­მა მა­ტა­რე­ბელ­მა მა­მა­კაცს ფეხ­ზე გა­და­უ­ა­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ქარ­თლის ამ­ბე­ბი" ავ­რცე­ლებს. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­ქა­ლა­ქე რკი­ნიგ­ზა­ზე გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და, ფეხი ლი­ან­და­გებს შო­რის მოყ­ვა და წა­იქ­ცა. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა 275-ე...

დაწვრილებითDetails

გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა გორთან ავარიას 35 წლის გვანცა მაზანაშვილი ემსხვერპლა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, კვარხეთის გადასახვევთან მოხდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ამობ­რუნ­და ქალს ორი მცირეწლოვანი...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა – რა თანხაა გამოყოფილი იმერეთისთვის

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ფშავში მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს
ეკონომიკა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაიზარდა. როგორც 18 ივნისით დათარიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, მთავრობამ მუნიციპალიტეტებს ჯამურად 7.5 მლნ ლარით მეტს გამოუყოფს, ვიდრე ეს მანამდე იყო გათვალისწინებული. კერძოდ, აპრილის განკარგულებით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"