ქუთაისის მესხიშვილის თეატრში 12-დან 26 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2024” გაიმართება.
ფესტივალში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრები, ასევე სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იღებენ მონაწილეობას. წლევანდელ ფესტივალს მოლდოვასა და ლიეტუვას თეატრები უერთდებიან.
ფესტივალს 12 ივნისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი სპექტაკლით “ჰელვერის ღამე” გახსნის.
“თეატრალური იმერეთი 2024” პირველად მიიღებს მონაწილეობას ქუთაისის სამოქალაქო თეატრი სპექტაკლით “ავანტიურისტები”.
ფესტივალს წელს 15 ივნისს სტუმრის სტატუსით ეწვევა მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლზე დასწრება ფასიანი იქნება.
ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებისთვის 15 სპექტაკლი იმიიღებს მონაწილეობას, ყველა მათგანზე დასწრება თავისუფალია.
იხილეთ სრული განრიგი:

ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე დასახელდება გამარჯვებულები.
პროექტს უკვე მეთხუთმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.










