“ძაან ცელქი ვიყავი და სულ ვცდილობდი ფეხბურთი ან კალათბურთი მეთამაშა”-იხსენებს ბავშვობის წლებს “ქუთაისი 2010”-ის ფორვარდი ბაქარ ბერეკაშვილი.
დაახლოებით 5 წლის იყო როცა ტელევიზორში კალათბურთს პირველად უყურა. ეს ფაქტიც რომ არა კალათბურთი მაინც დააინტერესებდა – მუდმივად კალათბურთელების წრეში იყო .
ბაქარ ბერეკაშვილისთვის “ქუთაისი 2010″-ში გადმოსვლა წარმატებული აღმოჩნდა:
” “ქუთაისი 2010”-ში პირველად ვარჯიშზე 14 წლის ასაკში ვიყავი. ეს კლუბი სულ ცდილობდა ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის შანსი და მოტივაცია მიეცა. სრულყოფილად პირველი სეზონი შარშან გავატარე ამ გუნდთან ერთად ,წელს კი ჩემპიონები გავხდით. “ქუთაისი 2010”-მდე ია გოგლოჩიძესთან და ირინა მელქაძესთან გავატარე მთელი ჩემი ბავშვობა ,რისთვისაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. წელს სუპერლიგა , ასაკობრივი ჩემპიონატი და ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული ჩემპიონატი მოვიგეთ,ალბათ მეტს ვერც ვინატრებდი. ახლაც არ მაქვს გააზრებული ეს ყველაფერი,ბავშვობაში ამაზე ვოცნებობდი.
ახალგაზრდა კალათბურთელის სურვილია მომავალშიც “ქუთაისი 2010″-ის ღირსება დაიცვას:
” მინდა რომ ქუთაისის სახელით კიდევ ვითამაშო, ჯერ კიდევ დიდი დროა სეზონის განახლებამდე “.
წარმატების გარანტი ხომ თავდაუზოგავი შრომაა, ალბათ არც ამაშია გასაკვირი რაიმე რომ ბაქარს საყვარელი პროფესიის მიღმა ბევრი თავისუფალი დრო არ რჩება:
” კალათბურთის მიღმა ბევრს ვერაფერს ვიტყვი,რადგან ფაქტიურად მთელი ჩემი დრო კალათბურთს და მისგან შეძენილ ურთიერთობებს ეთმობა”.
მოამზადა ნანა თევდორაძემ










