LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება

ტრაგიკულია, სამწუხარო ნაბიჯია – დასავლელი პარტიორების შეფასებები ვეტოს დაძლევაზე

დაპოსტა 2024/05/29-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დასავლელი პარტნიორები ეხმიანებიან და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.

 

ნახეთ ვინ როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას:

„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მე თქვენთვის მხოლოდ ერთი მესიჯი მაქვს: თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ ევროპისთვის იბრძვით, თქვენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვით“, – წერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი X-ზე.

 

„მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში, „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევით, საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლეა“, – წერს საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი X-ზე.

 

„ქართველ ხალხს თვალები ევროპული მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც ახლა მთავრობამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით საფრთხის ქვეშ დააყენა. ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს“, – წერს ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი X-ზე.

 

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, – აცხადებს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში.

 

“საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უგულებელყოფს აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის და აშორებს ქვეყანას ევროპისგან. არასდროს არის კურსის შეცვლა გვიან”,- წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი პლატფორმა X-ზე.

 

“ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა.

პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს.

ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია ევროკავშირში მომავალი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს.

ამის გამო, საქართველოს [საკითხს] ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დავამატებ”, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

 

„ჩვენ ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონპროექტს გასულ კვირას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი საქართველოს ისტორიაში და ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა მოითხოვს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ უცხოური მთავრობის აგენტებად, უბრალოდ დაფინანსების 20%-ის უცხოეთიდან მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათ ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც აკეთებენ ავტორიტარული მთავრობები და ეს არის იარაღი და ტაქტიკა განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე.

 

 

საქართველოს პარლამენტი, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის – USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი

 

“საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს “უცხოური გავლენის” კანონზე, სამწუხარო ნაბიჯია. კანონი ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც ნათლად აღნიშნა ვენეციის კომისიამ. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ამ მოვლენებზე რეაგირების ყველა ვარიანტს განვიხილავთ”, – წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი.

 

 

“ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.

ყველა ვარიანტს განვიხილავთ და [საქართველოს] მთავრობას მოვუწოდებთ ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფინ დერ ლაიენი.

 

“საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღმა გადაწყვიტა დიდი პროტესტების, საერთაშორისო საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი მოწოდებებისა და ვენეციის კომისიის მიერ მისი გაწვევის შესახებ რეკომენდაციის მიუხედავად.

ვინაიდან კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, გადაწყვეტილებას შედეგი ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე”, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი.

 

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინებს.

შარშან ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შანსი მისცა საქართველოს. ეს ისტორიული მომენტი იყო საქართველოსთვის და მისმა ხალხმა ნათლად დაუჭირა მხარი. სამწუხარო დღე”, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.

 

“ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს საფასური კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების პოლიტიკისთვის. ქართველი ხალხი არ უნდა დავსაჯოთ, რომელიც, რეპრესიების მიუხედავად, მამაცად იცავენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების თავიანთ სურვილს. მივესალმები ჰელსინკის კომისიას ქმედებას საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დაცვისთვის. ევროპამ ჩვენი საკუთარი MEGOBARI აქტი უნდა მივიღოთ, რათა ნათელი მესიჯი გავაგზავნოთ: თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსული გავლენის სფეროში თანდათანობით გადასვლაზე”, – წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

 

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით არ ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით ევროინტეგრაციის გზაზე და საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს”, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცაჰკნა.

 

“ძალიან სამწუხარო დღე საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ისე, რომ არავინ არ იღებს სარგებელს. თითქმის არავინ”, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლანდსბერგისი.

 

“ამ ნაბიჯის გადადგმით, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს ამ კანონის გაწვევის შანსი და შინაარსიან დიალოგში ჩართვაზე თქვეს უარი, უგულებელყვეს ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის ავტორიტეტული იურიდიული მოსაზრებები ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს ასახავს. შესაბამისად, ღრმად შეშფოთებული ვარ ამ კანონის უარყოფითი გავლენით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული შეკავებებისა და გაწონასწორების პოლიტიკაზე, რამაც პოტენციურად შეიძლება ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს. არანაკლებ შემაშფოთებელია აშკარა დაუსჯელობა დაშინებისთვის, ძალის არაპროპორციული გამოყენებისთვის და სტიგმატიზებაში ნარატივებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და უფლებების დარღვევებში ჩართული პირებმა პასუხი უნდა აგონ, რათა დაიგმოს მსგავსი პრაქტიკები, რომელთა ადგილიც დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. ევროპის საბჭო რჩება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სრულ მხარდამჭერად”, – წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.

 

„მე ბევრი ასეთი მიმართვა მქონია, თუმცა მათ არ მოუსმინეს და ბევრ საზიზღარ სახელს მეძახიან. ასე რომ, მე არ მინდა მათ რაიმე სახის შეტყობინება მივცე. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ. ევროკავშირი მუდამ თქვენს გვერდით იქნება, თქვენი მთავრობის მიუხედავად“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრიგოროვამ.

 

გუშინ, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"