“ძაან სასიამოვნოა რომ მოვიგეთ მითუმეტეს ესეთი კარგი თამაშით. ამ თამაშზე მე ვფრთხილობდი ,იმიტომ რომ წინა თამაშზე იმდენად დიდი ემოცია წაიღო “ტორპედოსთან” წაგებამ,იმდენად დიდი იმედგაცრუება იყო ბოლო წუთებზე წაგებული თამაშის მერე რომ მეც,ფეხბურთელებიც ბოლო დღეები ვმუშაობდით იმაზე რომ განწყობა გამოგვეკეთებია, ფსიქოლოგიურად მოვძლიერებულიყავით. საოცრად ითამაშეს ფეხბურთელებმა,კარგადაც დავიწყეთ თამაში,რაც გოლებში აისახა. მოვახერხეთ ამ ანგარიშის შენარჩუნებაც და მე მგონია ჩვენმა გულშემატკივარმა ისიამოვნა ფეხბურთით. ვფიქრობ ჩვენი მხრიდან ამ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ვითამაშეთ,იმიტომ რომ “იბერიასთან” ,ასეთ ძლიერ გუნდთან მოგება გვინდოდა ,თუმცა 4-0 დაგეგმო ცოტა არარეალურია. კარგი განწყობით ვხვდებით მომდევნო თამაშს,ვეცდებით კარგად დავასრულოთ მეორე წრე -შედეგობრივადაც და კარგი თამაშითაც.”-ამგვარად შეაფასა “გაგრას” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ონიანმა “იბერიას” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა.
შეგახსენებთ რომ ამ მომენტისთვის “გაგრა” სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-6 პოზიციაზეა,მათი შემდეგი მეტოქე კი თბილისის “დინამოა”.