„ყველაზე ტრაგიკული არის და ყველას უნდა ესმოდეს ის, რასაც უკეთებენ ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, სახის ძვლებს უმტვრევენ. მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი შეხორცდა, მაგრამ თქვენს რეპუტაციას არასდროს აღარაფერი არ ეშველება. ეს ადამიანი უბრალოდ საზოგადოებისთვის საშიშია, არანაირი ჯანმრთელობა მდგომარეობა არ აქვს. მე არ მგონია, რომ ფსიქიკურადაც ის ნორმალური იყოს. მასში არის განსხივოსნებული ბიძინა ივანიშვილი და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები. არ არის სასაცილო, ეს ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს მოქალაქეებს, თორემ ახლა ეს ჭინკა ვის რას დაემუქრება ნაკლებად საინტერესოა, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










