LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გაბედეთ და თქვით არა! არასდროს არ არის გვიან – არმაზ ახვლედიანი

გაბედეთ და თქვით არა! არასდროს არ არის გვიან – არმაზ ახვლედიანი

დაპოსტა 2024/05/28-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

დამდგარა ჟამი, როდესაც მმართველებს შეშლიათ, ამ ბატონებს და ქალბატონებს უთქვამთ – არა! გაბედეთ და თქვით არა! არასდროს არ არის გვიან. ყველას ჩაეთვლება, თუნდაც ბოლო მომენტში ნათქვამი, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი განცხადებით, ყველას შეიძლება მოუვიდეს შეცდომა და მათ შორის დრამატული შეცდომა, მთავარია ყველაზე კრიტიკულ მომენტში რა არჩევანს გავაკეთებთ.

 

„მეჩვენება, რომ არაფერი დარჩა სათქმელი, ყველაფერი ნათქვამია. ერთადერთი, რაც დარჩა ეს არის მოქმედება. კიდევ უფრო აქტიური მოქმედება, მიზანმიმართული, იმ მიზნის მისაღწევად, რომ აღარასდროს, საქართველოში არცერთი მმართველობის პირობებში, არავის დაებადოს თუნდაც იდეა, რომ დაუპირისპირდეს ხალხის ნებას, კონსტიტუციისა და ისტორიულ-ეპოქალურ არჩევანს ევროპის სასარგებლოდ.

 

არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ამ უმძიმესმა ორმა თვემ, ყველაფერმა ნათლად აჩვენა ჩვენი საზოგადოების საუკეთესო მხარე. ვუყურებ, ვუსმენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და ვხვდები, რომ საქართველო არის საუკეთესო ხელში. ვხვდები, რომ მოუსყიდველი თაობა მოდის. თაობა, რომელიც დაცლილია საბჭოთა გადმონაშთისგან. თაობა, რომელიც ლაღია და რომელსაც შეუძლია გათვალისწინება. ჩვენი უპრეცედენტო კრიზისის მიზეზი, სწორედ ის არის, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ერთმანეთის გათვალისწინება. გათვალისწინება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, საერთოდ არ იქნებოდა საჭირო ამდენჯერ რუსთაველის გადავსება, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების გადავსება. საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ათეული ადამიანის მოსაზრება, რომელსაც მთავრობა გაითვალისწინებდა.

 

ჩვენ ვიცით რას ნიშნავს გადადგომის კულტურა, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ. გადადგომის კულტურის შემთხვევაში, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა ასეთ შემთხვევაში ბოდიშს მოიხდიდა და გადადგებოდა, კრიზისს განმუხტვის საშუალებას მისცემდა. ჩვენ ვხვდებით, რომ ყველა ეს შანსი სრულად, საბოლოოდ ამოიწურა, სწორედ ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ქართველი ერი, ყველა პასუხისმგებელი და შეგნებული მოქალაქე ოპოზიციასთან ერთად და ყველა კეთილის მოსურნესთან ერთად, ემზადოს არჩევნებისთვის.

 

მაინც ისმის კითხვები, მაგალითად – ასეთ პირობებში, განსაკუთრებით, ამ კანონის მიღების შემდეგ, მოხერხდება თუ არა ამ არჩევნებამდე, უბრალოდ მისვლა, გადარჩენა. ეს ნამდვილად ეგზისტენციალური კითხვაა და ამ კითხვაზე პასუხი გვჭირდება. ისე ნუ გავაკეთებთ, რომ გამოსავალი საერთოდ არ დავტოვოთ. ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას?

 

ქართველი ხალხი ზურგს აქცევს ასეთ პოლიტიკოსს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რადგან შეუძლებელია ადამიანს არ მიეცეს შესაძლებლობა განსაზღვროს საკუთარი ბედი, გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს. ასეთ რამეს საბჭოთა ხელისუფლებაც კი არ აკეთებდა. ვის შევადაროთ ეს მდგომარეობა, რასთან გვაქვს საქმე?

დამდგარა ჟამი, როდესაც მმართველებს შეშლიათ, ამ ბატონებს და ქალბატონებს უთქვამთ – არა! გაბედეთ და თქვით არა! არასდროს არ არის გვიან. ყველას ჩაეთვლება, თუნდაც ბოლო მომენტში ნათქვამი. ვერასდროს გავიზიარებ იმ აზრს, რომ ადამიანი უნდა განვსაჯოთ იმით რა იყო გუშინ, არა! უმთავრესია რას ვაკეთებთ აქ და ახლა. ყველას შეიძლება გვქონდეს შეცდომა და, მათ შორის დრამატული შეცდომა, მთავარია ყველაზე კრიტიკულ მომენტს რა არჩევანს ვაკეთებთ“,- განაცხადა ახვლედიანმა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"