LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი

საკითხი თქვენს გადასახადის გადამხდელებსაც ეხებათ – რას ურჩევს შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრ 7 ქვეყნის სპიკერებს

დაპოსტა 2024/05/28-ში
A A
10
ნახვა
გაზიარება

მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეხება. მოხარული ვარ, მოგაწოდოთ მეტი დეტალი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაგარწმუნოთ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი საქართველოს ერთგულებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ფარული საგარეო ჩარევის საფრთხეების ფონზე, საქართველოს ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, არ აქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. მისი თქმით, პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

„ყველა თქვენი ქვეყნის მსგავსად, ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. პასუხად, აღნიშნული ქვეყნები ძალას არ იშურებენ ამ მზარდ პრობლემასთან გასამკლავებლად და საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლად. ეს ასეა როგორც საფრანგეთში, ისე დიდი ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვაგან. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. თუ არამომგებიანი ორგანიზაციები საქართველოში ერთვებიან ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში და აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტი – მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს არამომგებიანი ორგანიზაციების შემთხვევაშიც. გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ამ ძირითადი აქტორის ფინანსური გამჭვირვალობა საბაზისო პრინციპია“, – ნათქვამია წერილში.

პარლამენტის თავმჯდომარე წერილში ასევე საუბრობს ევროპის დემოკრატიის ფონდის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასახადის გადამხდელების მიერ ფინანსდება. მისი თქმით, ევროპის დემოკრატიის ფონდი არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე.

,,ძვირფასო პარლამენტების თავმჯდომარეებო, აღნიშნული პრობლემა საქართველოში მსოფლიოს ყველა წერტილიდან მომდინარეობს. თუმცა, ვინაიდან თქვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენთ, ნება მომეცით, თქვენთვის შესაბამის ერთ-ერთ მაგალითზე – ევროპის დემოკრატიის ფონდზე გავამახვილო ყურადღება. ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროპელი, მათ შორის, ფრანგი, ჩეხი, ესტონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ჰოლანდიელი და პოლონელი, გადასახადების გადამხდელების მიერ. გასულ წელს მრავალი მცდელობის მიუხედავად, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ საზოგადოებისადმი გამჭვირვალობა, ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ხარვეზების არსებობისა და ლეგიტიმური წუხილის აღიარების მიუხედავად, არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, ვაგრძელებთ სხვადასხვა ფარული სქემის აღმოჩენას, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება, პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება. ეს პრაქტიკა, უხეშად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციის ძირითად პრინციპებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ხმამაღალი განცხადებები და ემოციები გამოიწვია, მაგრამ არავის გამოუთქვამს ამ პროცესში საჭირო ერთადერთი რამ – მზაობა გამჭვირვალობაზე. ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ჩემი საუბრები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე თქვენი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ასე რომ, საქართველოში ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის ნაკლებობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი თქმით, მისასალმებელი იქნებოდა, რომ მათ გამოიყენონ საპარლამენტო ინსტრუმენტები, შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და დაფინანსების მიზნობრიობა.

„ვინაიდან საკითხი თქვენს გადასახადის გადამხდელებსაც ეხებათ, მივესალმებოდი თქვენს მზაობას, რომ გამოიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები, შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი, დაფინანსების მიზნობრიობა და ნათელი მოჰფინოთ ამ პრობლემას. ეს იქნებოდა გაუმჭვირვალობის პრობლემაზე რეაგირების ნამდვილი მზაობის დემონსტრირება. იმის ფონზე, რომ სხვა გზებით შეუძლებელი იყო აღნიშნული პრობლემის მოგვარება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოური გავლენის გაუმჭვირვალობის ამ პრობლემას შეეხება ერთიანი და პროპორციული ნაბიჯებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების სრული პატივისცემით.

ძვირფასო პარლამენტების თავმჯდომარეებო, გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი. სინამდვილეში, „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა. სინამდვილეში, სხვა საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის. უფრო მეტიც, ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს „უცხოური აგენტის“ ფორმულირება; სანაცვლოდ, გამოიყენება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელი ორგანიზაცია“. იგი ჰგავს ევროკავშირის ტერმინს „მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაცია“, რომელსაც ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დირექტივის პროექტში ვხვდებით.

შევისწავლეთ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ვთვლით, რომ ქართული კანონი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. იგი არცერთ შეზღუდვას არ აწესებს უცხოურ დაფინანსებასა თუ უცხოურ ფონდებზე წვდომასთან დაკავშირებით; იგი არ ითხოვს ფინანსურ გადარიცხვებზე წინასწარ ნებართვას; იგი არ მოიცავს დაფინანსების კონტროლს ან ადმინისტრაციულ დაშლას; და იგი არ ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანონი არამომგებიან ორგანიზაციებს არცერთი ფორმით არ უზღუდავს უცხოური დაფინანსების მოძიებას, მიღებას ან გამოყენებას, ასევე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წახალისებასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ საქმიანობას. საქართველოში არამომგებიანი ორგანიზაციები არიან თავისუფლები და კანონის მიღების შემდეგაც იქნებიან თავისუფლები“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება.

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ადგენს ერთადერთ მარტივ ვალდებულებას, რომ არამომგებიანმა ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ მოახდინონ საკუთარი ფინანსების დეკლარირება. კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ინდივიდუალურ პირებს.

ეს არის ყველაზე მინიმალური და პროპორციული ჩარევა. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სივრცეში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაზრდის არამომგებიანი ორგანიზაციების და მათი დონორების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს. იგი გააჯანსაღებს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებს საქართველოში და შესაძლებელს გახდის პოლიტიკის შემუშავების პროცესში არამომგებიანი ორგანიზაციების უფრო ინკლუზიურ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

გორში, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
გორში, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
მთავარი

გორში, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მიეძღვნა ერთი წლის გასვლას იმ დღიდან, როდესაც, „თრიალეთის“ მიმართ ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლა დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც...

დაწვრილებითDetails

აქციებზე დაკავებული თორნიკე თოშხუა დარბაზიდან გაათავისუფლეს, მინდია შერვაშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებ დღესვე დატოვებს

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
სასამართლომ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა
მთავარი

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწუვეტილება გამოაცხადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ თორნიკე თოშხუა დარბაზიდან გაათავისუფლა, მინდია შერვაშიძე კი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს. მხარეებმა საქალაქო სასამართლოს...

დაწვრილებითDetails

„საკუთარ შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ“-შსს

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ კარი შეამტვრია და ბინაში მოკლული გოგო იპოვა, მკვლელი თურქეთში გაიქცა – ბაია პატარაია

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოში ეროვნებით აზერბაიჯანელი გოგო მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ავრცელებს. პატარაია ამბობს, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელ გოგოს ორი დღე ვერ უკავშირდებოდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ბინის...

დაწვრილებითDetails

კასპში მომხდარ ავარიას მეთორმეტეკლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
კასპში მომხდარ ავარიას მეთორმეტეკლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა
მთავარი

კას­პში მომ­ხდარ ავა­რი­ას მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი, კა­ლათ­ბურ­თე­ლი შაკო კავ­თი­აშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, მან­ქა­ნა ბოძს შე­ე­ჯა­ხა რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა და მისი მე­გო­ბა­რი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­შა­ვე­ბუ­ლია კი­დევ ერთი პირი, ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც შაკო კავ­თი­აშ­ვი­ლის...

დაწვრილებითDetails

კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

ქალაქ კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას მეთორმეტეკლასელი ბიჭი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი. არსებული ცნობით, მანქანა ბოძს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორს 8 წლით, ხოლო ამავე კომპანიის თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

1 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და შედეგიანი იქნება. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო შესაძლოა, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. პირად...

დაწვრილებითDetails

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. „საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"