ქუთაისელი მუსიკოსის ერეკლე დეისაძის პირველი ალბომი ”იარე” ბოლო ათწლეულის 50 საუკეთესო არაინგლისურენოვან ალბომეში მოხვდა.
ამის შესახებ მუსიკოსი თავის ფეისბუკ გვერდზე წერს.
”ძალიან მაგარი ამბავი, აქ წარმოდგენილია ბოლო ათწლეულში (2010 – 2019) გამოსული არაინგლისურენოვანი 50 საუკეთესო ალბომი, რომელშიც მეც მოვხვდი, ჩემი პირველი ალბომით ,,იარე ” (2015) ❤️?
Impatto Sonoro მადლობა ?” – წერს ერეკლე დეისაძე.
Impatto Sonoro-ს მიერ გამოქვეყნებულ სიაში, ერეკლე დეისაძის ალბომი ”იარე” საუკეთესო ათეულშია და მე-8 ადგილს იკავებს.
სია 2 იანვარს გამოქვეყნდა.