LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს

სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს

დაპოსტა 2024/05/27-ში
A A
22
ნახვა
გაზიარება

“ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს.

კერძოდ, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი.

როგორც სოსო ფხაკაძე სოციალური ქსელ LinkedIn-ში წერს, ზემოთ მოყვანილი ორივე “ოფცია” ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს.

„როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ.

ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი “ოფციიდან” ერთ-ერთის არჩევა.

პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა; ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი.

ან მეორე ოფცია, არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1-ელი იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის.

აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე “ოფცია” ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი.

იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას“,- წერს ფხაკაძე.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ომი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს აქტივისტი პოლიტიკური წარმონაქმნები, „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი ამ აქტივისტი ჯგუფების სახით, აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა,- ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ელექტროენერგიის გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით...

დაწვრილებითDetails

ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი რომ არის, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა – ყაველაშვილი სააკაშვილზე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

გიორგი ბარამიძე განსხვავებული არ არის იმ ხელისუფლებისგან, ის არის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს პროცესი ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაშიფრი, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები. დღესაც...

დაწვრილებითDetails

ანწუხელიძე გმირია, რომელმაც თავი დადო სამშობლოსთვის – გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინაშე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება რუსეთს, კობახიძის განცხადებით, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი, - ამის...

დაწვრილებითDetails

7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა – რუსეთის საგარეო უწყება

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა – რუსეთის საგარეო უწყება
მთავარი

ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ავრცელებს. „დღეს, სამხრეთ კავკასიაში...

დაწვრილებითDetails

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი
მთავარი

მთავარი ვერსია არის საბოტაჟი - ჩვენი ენერგოსისტემის ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებენ რუსები, მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ფარული საბოტაჟის მოწყობა , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"