„ეს ძალადობა, რომელსაც პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ, უნდა შეწყდეს. ის სამართალდამცველები, ვინც ადამიანებზე ასე ძალადობდნენ, აუცილებლად დასანქცირდებიან. დავით ქაცარავა, ლევან ხაბეიშვილი, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი წარმოუდგენელი ამბები… სამართალდამცავებს აუცილებლად უნდა ესმოდეთ, უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










