“გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადას 50 წლამდე მამაკაცი სრული AV-ბლოკადით, ჰიპოტენზიითა და ბრადიკარდიით დახვდა. სამედიცინო პერსონალის სწორად შეფასებული მდგომარეობის შედეგად მიღებულ იქნა პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება. ტრანსპორტირების დაწყებამდე პაციენტმა მოულოდნელად დაკარგა გონება და შეწყვიტა სუნთქვა. კარდიომონიტორზე დაფიქსირდა ფიბრილაცია.
მედპერსონალის მიერ გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და ადრენალინი, რის შედეგადაც აღდგა სასიცოცხლო ფუნქციები. პაციენტი მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით შეყვანილ იქნა უახლოეს კლინიკაში. დღეისათვის პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
გვეამაყება: ექიმი-ირინე აბულაძე, უმცროსი ექიმი-თეა ხვედელიძე, მძღოლი-კახაბერ კახობერაშვილი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










