,,ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ 28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში. რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მე არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერება თუ ვიზები და ავიაბილეთები, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ. პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით დიდი ხანია არსებობს და მეც ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.” – დიმიტრი ხუნდაძე
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










