„ვინცობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკმაყოფილება და ტოტალური შეტევა სახეზეა, რომ ეს კანონი როგორმე არ შევიდეს ძალაში და ვეტო არ გადაილახოს. მაგრამ ჩვენთვის უფრო დიდი სიკეთე ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და როგორმე ისეთი საშინელებების აცილებაა თავიდან, როგორიც არის საომარი დესტაბილიზაცია, როცა ასეთი არჩევანის წინასე დგახარ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, რომ მივიღოთ ის ქართული კანონი, რომელიც სხვათა შორის, იმ ქვეყანაში, სადაც ახლა ვარ მე – საფრანგეთში ეს კანონი რელობად იქცა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა მუხლი კიდევ მეტად დაიხვეწოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
აქციებზე დაკავებული თორნიკე თოშხუა დარბაზიდან გაათავისუფლეს, მინდია შერვაშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებ დღესვე დატოვებს
თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწუვეტილება გამოაცხადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ თორნიკე თოშხუა დარბაზიდან გაათავისუფლა, მინდია შერვაშიძე კი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს. მხარეებმა საქალაქო სასამართლოს...










