“მე ხომ აღარავის აღარ ვახსენებ ვინ მოიყვანა ეს ხელისუფლება? იყო ისტორიული გარემოებები, რომლის გამოც ისინი მოვიდნენ, მათ შორის, მსოფლიო გეოპოლიტიკა, მათ შორის რუსეთის სპეცოპერაცია, ბარბარე რაფალიანცის, 8 თვის ბავშვის სახელობის არის ეს ხელისუფლება არ დაგვავიწყდეს. მოსული არიან სისხლით, მაგრამ ახლა არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ბარბარე რაფალიანცით გააგრძელონ. არ უნდა მივცეთ საშუალება ესკალაციის და ძალადობის” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე
„საკუთარ შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ“-შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,...










