გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დასრულდა. პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. მასაც, როგორც ”გადებეს” წევრს გაგი ახალაძეს ქუთაისის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსებას ედავებოდა.
”ხელისუფლება უკვე აგონიაშია და სისულელეებზე სისულეებს უმატებს. დაშინების მიზნით ახლაც მაჯარიმებენ. ამ ხელისუფლებამ დემოკრატიიისაკენ ნაბიჯი ვერ გადადგა. ესენი უფრო ღორები არიან, ისინი 400 მაჯარიმებდნენ ესენი 1000. სასამართლო ამტკიცებს რომ მონებითაა სავსე” – განაცხადა გოგი წულაიამ. მან სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
გოგი წულაიას პირველი სასამართლო პროცესი არ შედგა, მერიის წამომადგენლებმა განმარტებისდა მიხედვით ჯანმართლობის მდგომარეობის გამო სასამართლოზე გამოცხადება ვერ შეძლო.
ჯარიმა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით დაწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში ბუჩქებსა და ხე-ნარგავებზე პლაკატებისა და სათამაშოების თვითნებურად განთავსების აკრძალვას გულისხმობს.
“გაბედეს” აქტივისტებმა 11 დეკემბერს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხეზე ეგრედ წოდებული ”ბიძინას სათამაშოების” დაკიდება სცადეს, რისი უფლებაც მათ მერიისა და შსს-ს თანამშრომლებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წევრების ფოტოებით შექმნილი სათამაშოები მესხიშვილის თეატრის წინ ბუჩქებზე განათავსეს. აქცია-პერფონასში მონაწილეობდა გოგი წულაიაც.