ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ე.წ. რუსული კანონის მომხრე დეპუტატებმა ვასილ ჩიგოგიძემ, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ინჯიამ, ზაზა ლომინაძემ, ვიქტორ ჯაფარიძემ და ბეჟან წაქაძემ ქონებრივი დეკლარაცია არაკეთილსინდისიერად შეავსეს.
დაჯარიმებული დეპუტატები ქონებრივ დეკლარაციებში, ყველაზე ხშირად, არასრულფასოვნად ასახავენ უძრავ ქონებასა და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
2023 წელს შემოწმებული თანამდებობის პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრების მონიტორინგის შედეგები ერთიან სიად, ანტიკორუფციულ ბიუროს არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ გაუცია.










