„30 წლის განმავლობაში ასეთი წინადადების შემოთავაზება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, საქართველო ამის ღირსი აქამდეც ნამდვილად იყო. ვიცით, რომ ერთი კონგრესმენის გადაწყვეტილებით ასეთი საკითხები სერიოზულად არ დგება. შესაბამისად, არ ვიცით, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის რამდენად სერიოზულად არის ეს შეთავაზებული. ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა, მეგობრობა თუ ნამდვილად სურს, ამაში ჩვენ ღია ვართ, ოღონდ ის ვირტუალური რეალობა, რასაც, სამწუხაროდ, ამერიკიდან ზოგიერთი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოს უსახავს, რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები – ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა უთხრან, რომ ურწმუნოება სჯობს რწმენას, ასევე საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ, რომ ლგბტ პროპაგანდა თანამედროვეობაა და ტრადიციებზე უარი უნდა თქვან. როგორც კი ამერიკის მხრიდან ვირტუალური რეალობის ნაცვლად, იქნება რეალობის დანახვის შესაძლებლობები, მზად ვართ, ეს საკითხები ამერიკასთან განვიხილოთ. პირიქით, დაახლოებით ორი თვის წინ ვსაუბრობდით, რომ 30 წელია, ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და არც ვიზალიბერალიზაციის, არც სავაჭრო და არც თავისუფალი ფრენების მიმართულებით არაფერი ხდება. პარტნიორობასა და ამ საკითხების განხილვაზე თანახმა ვართ, მაგრამ არა – სუვერენიტეტის, სარწმუნოების ხარჯზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










