“ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია შვილის სურათს თვალებში ჩავხედო, იმიტომ რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს. ებრძვიან თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო. იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ. არის ვინმე ისეთი ადამიანი, ვისაც გაუკვირდება, რომ რუსების მიერ მოკლული შვილმკვდარი დედები არ იყვნენ რუსების მეხოტბეები? არა რუსეთს!… ასე მგონია ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის” ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










