14 მაისის შემდეგ, თბილისში 68 წლის ქალს ეძებენ. მანანა ყაზაიშვილი სახლიდან, გოგებაშვილის ქუჩიდან საღამოს დაახლოებით 9 საათზე გავიდა და მას შემდეგ ტელეფონი გათიშული აქვს. ოჯახის წევრების ცნობით ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს, მათ შორის არც ალცჰაიმერი.
ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ნომრებზე
5-99-77-72-84
5-77-95-04-43 “
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.










