“მამაჩემს ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ შვილის, ჩემი ფიზიკური განადგურებით. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაში მყავს. ეს არის სწორედ რუსული სტილის, საბჭოთა წითელი ტერორი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს ადამიანები არ ვიცი სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ ან რა დამოკიდებულებაა, ასაკოვან ადამიანს დილის 5 საათზე დაურეკო და ერთადერთი ბიჭის განადგურებით დაემუქრო. ეს არაფერში არ ჯდება. აუცილებლად, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველა ამ პირს კანონის წინაშე დავსჯით” – თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლაშა ფარულავამ
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










