LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა

ჯარიმა 5 ათასი ლარია – პარლამენტმა უფრო მძიმე ვერსია მიიღო, რომელიც ფიზიკურ პირებსაც ეხება – რა ცვლილებებით დამტკიცდა ე.წ. რუსული კანონი

დაპოსტა 2024/05/18-ში
A A
546
ნახვა
გაზიარება

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო – ყველაზე საგანგაშოა ის, რომ ეს არის მალულად ჩამატებული მუხლები და მასზე კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა არც ყოფილა! ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ როგორ შეიძლება კანონი ხელისუფლებამ თანდათან დაამძიმოს და შეახოს ყველას, ვინც განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა.

როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტში ასახული ცვლილების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირს პერსონალური ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს და მისი წარუდგენლობისთვის 5 000 ლარით დააჯარიმოს.

ქურდოვანიძის თქმით, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში დამატებულია მუხლი, რომლის თანახმად, დაკისრებული ჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება ჯარიმების გადახდას არ აჩერებს.

როგორც საია-ს ხელმძღვანელი აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უკანონოდ დაჯარიმებული პირი სასამართლოში საჩივარს შეიტანს, ვალდებული ხდება, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯარიმა მაინც გადაიხადოს, რაც სასამართლოში დავას აზრს უკარგავს.

“ჩვენ ეს ცვლილება ახლა ვნახეთ, რაც სრულიად მოულოდნელი იყო. ჩვენ საკომიტეტო განხილვებში ვმონაწილეობდით როგორც პირველი, ასევე მეორე მოსმენით განხილვის დროს. კომიტეტის სხდომებზე აღნიშნულ საკითხზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი არც მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვაზე ყოფილა წარმოდგენილი – კომიტეტის სხდომაზე ამაზე საუბარი არ იყო!

მას შემდეგ, რაც ეს ცვლილება აღმოვაჩინეთ, ვნახეთ პლენარული სხდომის ჩანაწერი მეორე მოსმენით განხილვისას – როგორც ჩანს, მეორე მოსმენისას, პლენარულ სხდომაზე ჩასწორებული ვერსია წარადგინეს, რადგან პროექტის სესიაზე წარდგენისას წარმდგენი ამბობს, რომ ამგვარი ცვლილებები არის ასახული.

ეს შოკისმომგვრელია, რადგან ასეთ ცვლილებებზე საკომიტეტო განხილვის ფარგლებში საუბარი საერთოდ არ ყოფილა – “ქართული ოცნების“ არც ერთ დეპუტატს ამაზე არაფერი არ უთქვამს.

ეს ჩანაწერები კიდევ უფრო აუარესებს და ამძიმებს კანონპროექტს, რადგან არამხოლოდ იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების პასუხისმგებლობასაც ადგენს.

ფრაზას რასაც პლენარულ სხდომაზე პროექტის წარმდგენი ამბობს, ვერავინ მიაქცევდა ყურადღებას, რადგან მოლოდინი იმისა, რომ პროექტი ჩასწოდებოდა, არავის ჰქონდა, კომიტეტის სხდომაზე “ქართულ ოცნებას” არ უთქვამს, რომ ის რაიმეს შეცვლას აპირებდა.

საბოლოო მოსმენით მიღებული კანონპროექტი უკვე ეხება ფიზიკურ პირებს“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

საია-ს ხელმძღვანელის შეფასებით, კანონპროექტში გაკეთებული დამამძიმებელი ჩანაწერები კიდევ უფრო მეტად ქმნის ისეთ რეალობას, რომ პერსონალური მონაცემების დაცვას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“ის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კანონპროექტზე ამ დრომდე შეფასება და განცხადება არ გაუკეთებია, ეს კიდევ ერთი საგანგაშო რამ არის, რადგან ეს ინსტიტუტი თავისი მანდატით არის დამოუკიდებელი. პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მისი ვალდებულებაა პოზიცია ჰქონდეს“, – აღნიშნა ქურდოვაძემ.

გაზიარება218

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"