“თქვენ რომ ყრუები და ბრმები არ იყოთ, უნდა გესმოდეთ 100 ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა,თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ, როდის გინახავთ ამდენი სტუდენტი ქუჩაში, როდის გინახავთ ამდენი გამოსული სკოლის მოსწავლე ქუჩაში, როდის გინახავთ ამდენი პროფესორ-მასწავლებელი ქუჩაში, როდის გინახავთ ასეთი ერთიანი, ასეთი შეკრული საქართველო ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში? დღეს არა რუსულ კანონს უდრის, არა რუსულ რეჟიმს. თქვენ ხართ ლეგიტიმაციადაკარგული ხელისუფლება, თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრის ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც თმებით ათრიეთ ქალი და რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბავშვებს ურეკავთ, აშინებთ და აგინებთ, თქვენ ხართ რეჟიმი რომელიც სახლში უვარდებით ოპოზიციის ლიდერებს, სცემთ ახალგაზრდებს” განაცხადა წითლიძემ.
გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ტრაგედია დატრიალდა გორთან ავარიას 35 წლის გვანცა მაზანაშვილი ემსხვერპლა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, კვარხეთის გადასახვევთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა ქალს ორი მცირეწლოვანი...










