LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ლელო“ პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებულ შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს

ყველას გეწერებათ ძალიან მძიმე სახელი, თქვენ რუს ოლიგარქს არ გაგატანთ ამ ქვეყანას რუსეთში! – ანა ნაცვლიშვილი

დაპოსტა 2024/05/14-ში
A A
13
ნახვა
გაზიარება

თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული სამართალდამცავის ფორმაში. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს და დადგებით არა რუსეთის, არამედ საქართველოს მხარეს, – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სამართალდამცველებს პარლამენტის სხდომიდან.

ანა ნაცვლიშვილი სხდომათა დარბაზში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდა, ასევე მორგებული აქვს აირწინაღი და სპეციალური დიდი სათვალე, რომელსაც მოქალაქეები მიმდინარე აქციების დროს იყენებენ, როდესაც სპეცრაზმი პროტესტს შლის. აქედან გამომდინარე, დეპუტატმა ამგვარი ფორმით საკანონმდებლო ორგანოში სიმბოლურად მივიდა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილის თქმით, პატრიოტი და თავისუფალი მოქალაქეები მთელი ამ დღეების განმავლობაში დაუღალავად, სიმტკიცით, ერთობითა და ერთიანი მიზნით იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს ეროვნულ არჩევანსა და ევროპულ მომავალს.

„ამ ადამიანების წინააღმდეგ თქვენ არ დაიშურეთ არც ხელკეტები, არც რეზინის ტყვიები, არც გაზი, არც წყლის ჭავლი, არც ძალადობა და არც უკანონობა, მაგრამ ეს ადამიანები დგანან მედგრად, ერთად და ეუბნებიან თქვენ რუს ოლიგარქს არ გაგატანთ ამ ქვეყანას რუსეთში! ჩვენ იმისთვის არ გაგვიჩენია შვილები საქართველოში, რომ მათ რუსეთში გაიღვიძონ. ჩვენ იმისთვის არ გვისწავლია და არ გვიბრძოლია, რომ რუსეთში გავიღვიძოთ. სტუდენტები გეუბნებიან, რომ არ იქნება ეს ქვეყანა რუსეთის უკანა ეზო. დღეს, გამოვიდნენ მომავალი ექიმები დათქვეს, რომ ახლა არის დრო, როდესაც ყველა უნდა დადგეს სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გეუბნებიან, რომ ჩვენ ახლა, ვდგავართ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ჩვენ ქვეყანას, მოვუაროთ იმ იარას, რომელსაც თქვენ აჩენთ საქართველოს სხეულზე. ასეც იქნება, ჯერ არსად გაუმარჯვიათ მშიშარებსა და მსტოვრებს. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს მისი თითოეული მოქალაქე, რომელსაც ღრმად სწამს, რომ იყო ქართველი, იყო საქართველოს მოქალაქე, ეს არის უდიდესი პატივი და პრივილეგია და უდიდესი ჯვარი, რომელიც ღირსეულად უნდა ატარო, რაც არ უნდა მძიმე და ძნელი იყოს ამ გზის გავლა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

„არ მგონია მოგწონდეთ, რომ თითოოროლა სადისტის და დამნაშავის გამო, ყველას გეცხებათ ჩირქი. ყველას გეწერებათ ძალიან მძიმე სახელი. არ მგონია, იმ ხალხისთვის, ვინც იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ვინც იბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ და ბევრი თქვენგანი დღემდე სხეულით ატარებს იმ ჭრილობებს, იმ იარებს, რომლებიც აფხაზეთის ომში, აგვისტოს ომში, რუსეთმა მოგაყენათ, რომლებსაც თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული სამართალდამცავის ფორმაში. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს და დადგებით არა რუსეთის, არამედ საქართველოს მხარეს. თქვენ ყველაზე კარგად უწყით, რამდენად სასიცოცხლო და კრიტიკულია საქართველოსთვის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ იჩენდნენ. ჩვენ გელოდებით, ჩვენ გვჯერა, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია დადგება ხალხის მხარეს, ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა გორთან ავარიას 35 წლის გვანცა მაზანაშვილი ემსხვერპლა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, კვარხეთის გადასახვევთან მოხდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ამობ­რუნ­და ქალს ორი მცირეწლოვანი...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა – რა თანხაა გამოყოფილი იმერეთისთვის

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ფშავში მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს
ეკონომიკა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაიზარდა. როგორც 18 ივნისით დათარიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, მთავრობამ მუნიციპალიტეტებს ჯამურად 7.5 მლნ ლარით მეტს გამოუყოფს, ვიდრე ეს მანამდე იყო გათვალისწინებული. კერძოდ, აპრილის განკარგულებით,...

დაწვრილებითDetails

ნატა ქაჯაიას 1 წლით შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა ინტერვიუს არშეწყვეტის გამო

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ნატა ქაჯაიას 1 წლით შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობა ინტერვიუს არშეწყვეტის გამო
მთავარი

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეარხის, „TV პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას მესამედ, უკვე ერთი წლით აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა. გადაწყვეტილებას, რომელიც არხს დღეს, 29 ივნისს გაუგზავნეს, პარლამენტის აპარატის უფროსი, კახა ოქროჯანაშვილი აწერს ხელს....

დაწვრილებითDetails

ე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შპს „ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ბატონი გივი ბასილაძის გარდაცვალების გამო...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
იმერეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო- ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა. - ინფორმაციას  გარემოსდაცვითი ზედამხედველობა ავრცელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები...

დაწვრილებითDetails

კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ჩხრეკა მიმდინარეობს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის...

დაწვრილებითDetails

სოფელ გომბორში დაკარგული კაცი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
სოფელ გომბორში დაკარგული კაცი იპოვეს
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში დაკარგული 77 წლის ელიბო ხიზანიშვილი ცოცხალი იპოვეს. ოჯახის წევრების განმარტებით, მამაკაცი, ტყეში გადაადგილებისას, რთულად მისადგომ ადგილას ჩავარდა და დამოუკიდებლად ამოსვლა ვეღარ შეძლო. ხიზანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია....

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

30 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.   ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც უნალექო დღეა....

დაწვრილებითDetails

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებამდე დეტალები გადაამოწმეთ. საღამოს სასიამოვნო სიახლე გელით.   კურო - ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"