“მივესალმები საქართველოს ათი ათასობით თავისუფალ ღირსეულ , პატრიოტ მოქალაქეს, რომლებიც მთელი მ დღეების განმავლობაში დაუღალავად, ერთობით სიმტკიცით და ერთიანი მიზნით იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს ეროვნულ არჩევანს და საქართველოს ევროპულ მომავალს.
ამ ადამიანების წინააღმდეგ თქვენ არ დაიშურეთ არც რეზინის ტყვიები, არც ხელკეტები, არც გაზი, არც წყლის ჭავლი, არც ძალადობა, არც უკანონობა, მაგრამ, ეს ადამიანები დგანან მედგრად და ეუბნებიან თქვენს რუს ოლიგარქს- არ გაგატანთ ამ ქვეყანას რუსეთში” თქვა ნაცვლიშვილმა.










