“ვაგროვებთ ქვეყნის გამოსასყიდს, სამიზნე თანხა 2 000 000 000” – წარწერა თბილისის ქუჩებში
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.
“ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს” – თქვა ირაკლი კობახიძემ










