„იყო გარკვეული ინფორმაციები გავრცელებული, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პაკეტთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს ახალი არ არის. თავად ბიძინა ივანიშვილიც აცხადებს, რომ ის არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც არის მოქცეული და მას ეს თავისთავად არ აშინებს, როდესაც საქმე დგება ქვეყნის ინტერესებზე და ყოველთვის ნათელია, საითკენ იხრება მისი არჩევანი და რომ მისი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებია“, – აღნიშნა წილოსანმა.
ე.წ. სუროგაციის საქმეზე ბრალდებულებს, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შპს „ქინდერლი ჯორჯიას" დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....










