სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს დილიდან შეიკრიბებიან უნივერსიტეტის მთავარ ფილიალში თამარ მეფეზე. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები მათ მსვლელობით შეუერთდებიან ახალგაზრდობის გამზირიდან.
შეკრების შემდეგ 14:00 საათზე სტუდენტები გააკეთებენ განცხადებას.
16:00 საათზე დაიწყება მსვლელობა, რომლითაც ახალგაზრდები ქუთაისში 17:00 საათზე ქალაქის მერიასთან დაგეგმილ აქციას შეურთდებიან.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები ქუთაისში 25 დღეა უწყვეტად იმართება.
პარლამენტში დღეს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება, მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს ღამე მოქალაქეებმა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაკავებულია რამდენი პირი.










